LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ბასილია: „ვანგამ მითხრა, რომ 2020 წელი იქნებოდა გარდამტეხი და საქართველო აღმავლობის გზას შეუდგება…“

796
vanhakaxabasilia

საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ სახესთან, კახა ბასილიასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს ჟურნალი „სარკე“.

როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსი უკვე გადაიტანა და ეს დაავადება შიმშილით დაამარცხა.

ამავე ინტერვიუში სპორტსმენი იხსენებს ცნობილ წინასწარმეტყველთან, ვანგასთან შეხვედრას გასული საუკუნის 80-იან წლებში და აღნიშნავს:

„ვანგას აზრით, 2020 წელი იქნებოდა გარდამტეხი და ამის შემდეგ საქართველო თანდათანობით შეუდგება აღმავლობის გზას. გადავდივართ სრულიად ახალ ფაზაზე. 2020 წელი გადატვირთვის პერიოდი იყო. ამ წელმა მაჩვენა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა დრო და უნდა ვისწავლოთ დროის მართვა“, აღნიშნავს კახა ბასილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები