LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებისგან დაცლილი ევროპა და დიდი ომი – ვანგას წინასწარმეტყველება

5434

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ომი დაიწყება. ბულგარელი ნათელმხილველი ამბობდა, რომ 2016 წლისთვის ევროპა „ადამიანებისგან თითქმის დაცარიელდება“. ვანგას მტკიცებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დიდი განსაცდელები, რომელსაც ხალხი საკუთარ თავს შეუქმნის. 2017 წელს კი რელიგიური კონფლიქტები გარდაუვალი იქნება და მსოფლიოს ქრისტიანულ-მუსულმანური ომი ელოდება. 2043 წლისთვის კი ევროპა მუსულმანების მმართველობის ქვეშ იქნება.

კოსმოსი

ვანგას თქმით, 2023 წელს დედამიწის ორბიტა მცირედ შეიცვლება, 2028 წელს კი ადამიანი ვენერაზე გაემგზავრება.

„2221 წელს უცხო პლანეტებზე სიცოცხლის ძიებისას ადამიანი კონტაქტში შევა რაღაცა ძალიან საშინელთან,“ – ამბობდა ვანგა.

მომავალში, ასევე, იქნება ომი მარსზე, მზეზე კი სერიოზული აფეთქებები მოხდება, რაც ძველ კოსმოსურ სადგურებსა და თანამგზავრებს გამოიყვანს მწყობრიდან.

3979 წელს ვანგა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებას ვარაუდობდა, თუმცა ადამიანები ამ დროისთვის უკვე სხვა პლანეტებზეც შეძლებენ ცხოვრებას.

 

ზესახელმწიფოები

2018 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა, ნათელმხილველის განცხადებით, ჩინეთი გახდება.

ის, ასევე, ამბობდა, რომ ბარაკ ობამა აშშ-ს ბოლო პრეზიდენტი იქნებოდა, აფრო-ამერიკელის მმართველობის დროს ახალი ომი დაიწყებოდა (ბევრი ვარაუდობს, რომ ის სირიის კონფლიქტს გულისხმობდა), მისი საპრეზიდენტო ვადების გასვლის შემდეგ კი აშშ-ს კოლაფსი ელოდა.

 

უკრაინა, „ძმა ძმის წინააღმდეგ“

„ის, რაც გაერთიანდა, ნაწილებად დაიშლება, ეს რუსეთთან ერთად მოხდება“-ამბობდა ვანგა. ბევრი ვარაუდობს, რომ მან უკრაინაში ამჟამად შექმნილი სიტუაცია იწინასწარმეტყველა.

მისივე თქმით, დადგება დრო და კვლავ ყველაფერი გაერთიანდება.

•••

ვანგელია პანდევა 1911 წლის 31 იანვარს ბულგარეთში დაიბადა. 12 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა, ის ზვავის ქვეშ მოჰყვა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. 16 წლის ასაკში კი წინასწარმეტყველება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები