LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამართლდა თუ არა ინდოელი ბიჭის პროგნოზი კორონავირუსზე: რას ამბობდა 29 მაისზე

1555
ბიწ

„ფორტუნა“ დაახლოებით ორი თვის წინ გიყვებოდათ ასტროლოგიით გატაცებულ ინდოელ ბიჭზე. რომელიც პანდემიამდე ბევრად უფრო ადრე, 2019 წლის აგვისტოში ამბობდა, რომ მსოფლიოს დიდი განსაცდელი ელოდა და რომ წინ დიდი გამოცდა გველოდა.

როდესაც ინდოელი ბიჭის წინასწარმეტყველური ვიდეო იუთუბზე გავრცელდა, რასაკვირველია, ბევრმა არ დაუჯერა, მაგრამ ჩინეთში განვითარებულმა მოვლენებმა, ინდოელი ბიჭი ყველას გაახსენა.

ის ამბობდა, რომ ჩინელებს დიდ განსაცდელი ელოდათ და რომ მსოფლიოში დაძაბულობის პიკი მარტში იქნებოდა.

ნათქვამი, როგორც უკვე კარგად ვიცით, გამართლდა. მაგრამ ასტროლოგიაზე შეყვარებულმა ბიჭმა კიდევ ერთი რამ თქვა, რასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.

მისი მტკიცებით, პლანეტებს ჩვენი დაღუპვა გადაწყვეტილი არ აქვთ, ამიტომ ყველაფერი 29 მაისს დამთავრდებოდა, ამისთვის კი ადამიანებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ.

ფაქტია, ბევრ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, პირველი ივნისიდან ზოგიერთი ფრენების აღგენასაც გეგმავს.

საქართველომაც დიდი ძალისხმევის შემდეგ მთელი რიგი შეზღუდვები გააუქმა. როგორი სიმბოლურია, მაგრამ სწორედ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები