LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 მაისს ყველაფერი დამთავრდება: დედამიწაზე წესრიგი დაბრუნდება (ვიდეო)

50192
ინდია

ასტროლოგიით გატაცებული ინდოელი ბიჭი პანდემიამდე ბევრად ადრე, 2019 წელს ამბობდა, რომ დედამიწას საშიშროება ემუქრებოდა.

მისი თქმით, დედამიწაზე საფრთხე 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყებოდა და 2020 წლის მაისისთვის ყველაფერი უნდა დამთავრდეს.

ინდოელი ბიჭის ვიდეო, სადაც ის მსოფლიოს მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს, იუთუბზე 2019 წლის 22 აგვისტოს არის ატვირთული და ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს.

ბიჭუნა ვიდეოში დეტალურად გვიყვება, რა გველოდებ(ოდ)ა.

„31 მარტი კრიზისის კულმინაცია იქნება. ჩინეთში ძალიან დიდი დაძაბულობა იქნება. ძლიერი და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა დაინგრევა. ბევრი ადამიანის ცხოვრება ძალიან შეიცვლება. ეს იქნება გლუბალური კარმის ასახვა და არ ღირს მისი მარტივად გატარება. რა თქმა უნდა, პლანეტები არ აპირებენ ჩვენს დაღუპვას. 29 მაისს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, თუმცა ამისთვის ადამიანებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ“, – ამბობს პატარა ასტროლოგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები