ხალხური მედიცინის ექსპერტი, არუნ ხათრი საზოგადოებას ტკბილეულზე დამოკიდებულების შემცირებისა და კვების რაციონის სწორად დაგეგმვის შესახებ რჩევებს უზიარებს. მისი განმარტებით, ტკბილეულის მიღების ინტენსიური სურვილი ხშირად ორგანიზმში ცილის ნაკლებობით არის გამოწვეული.
არუნ ხათრის თქმით, სრულფასოვანი კვებისათვის ორგანიზმს ორი ძირითადი კომპონენტი – ცილა და ბოჭკო სჭირდება:
„თუ თქვენს რაციონში შედის კვერცხი, თევზი, ხორცი, წიწიბურა, ხაჭო ან რძის ნაწარმი, ორგანიზმი საჭირო ცილას იღებს და დანაყრების შეგრძნებაც ყალიბდება. მხოლოდ პურის, ორცხობილას ან მაწვნისა და წიწიბურას კომბინაციით ორგანიზმს ვერ მოატყუებთ – სანამ ცილის დეფიციტს არ შეავსებთ, ტკბილეულის მოთხოვნილებაც არ ქრება. თითოეულ კვებაზე დაახლოებით 25 გრამი ცილის მიღებაა რეკომენდებული. მაგალითად, თუ ადამიანი 100 კილოგრამს იწონის, მისთვის დღიური მინიმალური ნორმა 100 გრამი ცილაა“, – აღნიშნავს არუნ ხათრი.
