LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთხელ გააკეთეთ და ყოველდღე 100 გრამი მიიღეთ, თქვენი გული მადლობას გეტყვით…“ – არუნ ხათრი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

379
არუნ ხათრი

ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თავის გამომწერებს მორიგ რეცეპტს უზიარებს.

„არცერთი კარდიოლოგი იმ ნივთიერებაზე არ გეუბნებათ, რომელიც ჩვენი გულისთვის ყველაზე საუკეთესოა. ჩვენი სისხლძარღვები უნდა იყოს რბილი, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს და დარეგულირდეს წნევები. ამაში დაგეხმარებათ გლიცინი. ამისთვის, ყველაზე სუკეთესო საჭმელია ბულიონი, რომელშიც შედის გლიცინი.

ბულიონით ქოლესტერინი არ მოგემატებათ. ერთხელ გააკეთეთ ბულიონი და ყოველდღე 100 გრამი მიიღეთ. საუკეთესოდ იქნება თქვენი სისხლძარღვები, სისხლიც კარგად იმოძრავებს და თქვენი გული მადლობას გეტყვით…“ – ამბობს არუნ ხათრი.

ვიდეომიმართვის აღწერაში არუნ ხათრი წერს, რომ გლიცინი მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნასა და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობაში:

„იცოდით, რომ ძვლის ბულიონი გლიცინს შეიცავს? – გლიცინი მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნასა და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობაში. რადგან კოლაგენი სისხლძარღვების სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, გლიცინი შესაძლოა ხელს უწყობდეს არტერიების ჯანმრთელობასა და ელასტიურობას. ზოგჯერ უბრალო საკვები ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს გვაწვდის…“ – წერს ხათრი

@arunkhatri777

🦴 იცოდით, რომ ძვლის ბულიონი გლიცინს შეიცავს? გლიცინი მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნასა და შემაერთებელი ქსოვილების ჯანმრთელობაში. რადგან კოლაგენი სისხლძარღვების სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, გლიცინი შესაძლოა ხელს უწყობდეს არტერიების ჯანმრთელობასა და ელასტიურობას. ❤️ ზოგჯერ უბრალო საკვები ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს გვაწვდის. #ძვლისბულიონი #გლიცინი #არტერიებისჯანმრთელობა #გულისჯანმრთელობა #ჯანსაღიაღერება

♬ original sound – Arunkhatri
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები