LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდება, თუ ყოველდღე ერთ კბილ ნიორს დაღეჭავთ? – რას გვირჩევს არუნ ხათრი

419
BeFunky-collage-7

რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ყოველდღიურად ერთი კბილი ნივრის მიღება – ამის შესახებ ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი საუბრობს.

მისი თქმით, ნივრის ერთ-ერთი მთავარი აქტიური ნივთიერება ალიცინია. ნივრის დაჭრის შემდეგ მისი გარკვეული დროით ჟანგბადთან კონტაქტში დატოვება ალიცინის წარმოქმნას უწყობს ხელს.

„ვინც გააკეთა, იმან შედეგი ნახა. ალიცინი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნივთიერება, რომელიც ნიორში შედის. დაჭერით ნიორი და დატოვეთ ჟანგბადთან კონტაქტში – ალიცინი უფრო აქტიურდება. შედეგად, ის მაღალ წნევას აქვეითებს, პარაზიტების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიჰისტამინური ეფექტი აქვს და ღვიძლს ყოველდღიურ დეტოქსიკაციაში ეხმარება. თუ დიაბეტი არ გაქვთ, შეგიძლიათ თაფლთან ერთად მიირთვათ“, – ამბობს არუნ ხათრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები