LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურის გაშავება რას ემსახურება, ვერ ვიგებ, რა არის მოტივი?… ჩვენ ხომ იმიტომ გაგვაერთიანა გურიმ, რომ ერთად ვიპოვოთ, არამც თუ განვიხილოთ…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის დეიდა

771
d88804dc-e710-4d2c-8c1f-01320f9e2981

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის ბიძაშვილი, თამარ სარაული პოდკასტში „პირველი სტუდიო“ გურამ დადიანიძესა და დედა-შვილის განსაკუთრებულ კავშირს იხსენებს.

თამარ სარაულის თქმით, გურამი თამამი, ემოციური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე მოზარდი იყო, რომელსაც სიბნელისა და ღამით გარეთ გასვლის ეშინოდა. მისი თქმით, მშობლების დაშორება, როდესაც გური 9 წლის იყო, ცივილურად მოხდა და ბავშვისთვის სტრესული არ ყოფილა.

„მე და გურის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სიყვარულის გამოხატვა შეეძლო და არასდროს იკავებდა ემოციებს იმ ადამიანებთან, ვინც უყვარდა. დეიდას მეძახდა სულ… სოფომ ყოველთვის იცოდა, გური სად იყო. არაჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ დედა-შვილს. სოფოს არ უნდოდა, გურის იგი მკაცრ მშობლად აღექვა. ფინანსურად აბსოლუტურად უზრუნველყოფდა მას და ყოველდღიური კომუნიკაცია არასდროს გაწყვეტილა…

ჩვენი დავალება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ვიპოვოთ გურიკა, არ აქვს მნიშვნელობა გურიკა იყო კარგი, ცუდი, მხიარული თუ უჟმური, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ არის ადამიანის პოვნაზე საუბარი… გურის გაშავება რას ემსახურება, ვერ ვიგებ, რა არის მოტივი… ჩვენ ხომ იმიტომ გაგვაერთიანა გურიმ რომ ერთად ვიპოვოთ, არამც თუ განვიხილოთ, ვიპოვოთ…“, – აღნიშნავს თამარ სარაული.

იგი ასევე იხსენებს 2012 წლის აგვისტოს, როდესაც მოზარდი დაბადების დღეზე, სტამბოლში დედასთან ჩაიყვანა:

„მახსოვს დედა-შვილის შეხვედრის ემოცია. ავტობუსიდან გური რომ დაინახა, სოფომ მთელი ავტოსადგომის ყურადღება მიიპყრო. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დაკოცნა შვილი, ვერასდროს დავივიწყებ ამას… საკმაოდ თამამი ბავშვი იყო, დედისერთა და თავისებურად გათამამებული, თუმცა ეს სითამამე არასდროს გადასვლია თავხედობაში – უფროსისთვის „შენობით“ არასდროს მიუმართავს“.

თამარ სარაულის განმარტებით, 2014 წელს, ვიზის დარღვევის გამო სოფო ბიბილაშვილის დეპორტაციის შემდეგ, გურამმა სტამბოლში დედის გარეშე 6 დღე დაყო. ამის შემდეგ მოზარდი საქართველოში სწორედ მან შემოიყვანა, სადაც იგი 2014 წლის 1-ელ აპრილს, საზღვრის კვეთის შემდეგ, მშობლებს ჩააბარა.

„როცა სოფოს დეპორტაცია მოხდა, გური ლია დეიდასთან [გარდაცვლილია ეს ქალბატონი] ერთად ცხოვრობდა, ზუსტად 6 დღე… იმ ქუჩაზე ბევრი ქართველი ცხოვრობდა, ერთ-ერთი გარდაიცვალა, როცა მივიდა პოლიცია, ყველას საბუთი შეამოწმეს და ვიზის დარღვევის გამო ყველა გამოუშვეს, როცა სოფო დაადეპორტეს, მაქსიმალურად მოკლე დროში ვეცადეთ გური წამოგვეყვანა… ჩემი მეგობარი მუშაობდა მაგ პერიოდში [კომპანიაში] გამცილებლად, ვთხოვე, დამხმარებოდა, ვისთანაც გური იყო ჩაბარებული, მიუყვანდა და საზღვრამდე მოეყვანა უსაფრთხოდ… მე გადავედი თურქეთის საზღვარზე, ვნახე ბავშვი, ჩავიბარე და მე შემოვიყვანე უკვე საქართველოში, სადაც მელოდებოდნენ გურის დედა და მამა“

„ჩემი გურიკას დაკარგვა თურქეთში დაღუპულ ბიჭთან არაფერ შუაში არ არის“ – გურამ დადიანიძის დედა

იხილეთ გადაცემა სრულად

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სოფო ბიბილაშვილის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის წინ, მლეთაში დაკარგული, გურამ დადიანიძის ძებნა განაახლა. საქმეზე ის პირები იკითხებიან, რომლებიც 2014 წლის ლომისობაზე გურამთან ერთად მლეთაში იმყოფებოდნენ, ან რაიმე სახის შემხებლობაში იყვნენ გურამთან.

ამასთან, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

„ადგილზე დალუქული ჭაა, დღეს ვეტყვი, რომ შეამოწმონ, ჯერ ორმოა და მერე ჭა, ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია“ – 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, ადგილების შესამოწმებლად მძიმე ტექნიკას შეიყვანენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები