დღეს, 25 დეკემბერს ნინიას ბაღში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც აუქციონი მოეწყობა.
ღონისძიება “ევროპული საქართველოს”, “ტაბულას” და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” ინიციატივით ხორციელდება.
ორგანიზატორების განცხადებით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინაში მცხოვრებ ოჯახებს.
„შემოსული თანხით შევიძენთ გენერატორებს უკრაინაში მცხოვრები ხალხისთვის, რათა შევძლოთ მათ ოჯახებში სინათლის ანთება“, – განაცხადა თამარ ჩეგროლეიშვილმა.
აუქციონზე, სხვა ნივთებთან ერთად გაიყიდება კახა ბენდუქიძის ჩანთაც.
“ჩანთას ხედავთ? – ესეც ხვალ გაიყიდება აუქციონზე და შემოსული თანხით გენერატორებს ვიყიდით”, – დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში.