LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა ცხადაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

84

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხადაძე ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციასა და ცხადაძეს შორის შეუთანხმებლობის სავარაუდო მიზეზი სახელფასო სისტემაა. ფედერაცია ცხადაძეს ხელფასის საგრძნობლად შემცირებას და საბონუსე სისტემას თავაზობს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მიზნის მიღწევის შემთხვევაში მიიღებს. თავის მხრივ, ცხადაძე მზადყოფნას აცხადებს ხელფასის 25%-ით შემცირებაზე, საბონუსე სისტემაზე კი მისი საბოლოო პოზიცია უცნობია.

ცხადაძესა და სფფ-ს პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის გუშინ შეხვედრაც გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g