LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „30 წელია ნატო-ში წევრობას ვითხოვთ და არაფერი კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა… მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს 2008 წელს ან უკრაინაში მოხდა“

109
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, რომლის თანახმად ის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არ არის.

კახა კალაძის თქმით, „ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორებიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა“.

„წევრობას რაც შეეხება, უკვე 30 წელია ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა. არის სულ რაღაც განმარტებები, ხან MAP-ია, ხან რაღაც, არანაირი კონკრეტიკა. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, უკრაინასთან დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა, ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში დღეს თუ ხვალ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და ა.შ. რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი მაგალითია-მეთქი, როგორ ვთქვა, იმ უბედურებას, რაც იქ ხდება, მტერს არ ვუსურვებ. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, – თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, შეკითხვაზე – საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.

„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“, – თქვა მარკ რუტემ.

დავით მათიკაშვილი: „ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს, ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობს, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს… ცალ კარში თამაში ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის, ნატოსთან, წარმოუდგენელია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g