„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა.
„ნუ აბრალებთ სხვებს – „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ – აშშ-ის საელჩო
„ნუ აბრალებთ სხვებს“ – ამ შინაარსის ტექსტს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს და მიმართვას ავრცელებს.
„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას. წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის „ქარდებს“ აქვეყნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ნუ აბრალებთ სხვებს“ – წერს საელჩო.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
„აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას“ – მეთიუ მილერი
„ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. #ყველაფერიგასაგებია
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024