LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე Credit Suisse-ის თემაზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

49
Untitled design (5)

თბილისის მერი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას ეხმიანება.

კახა კალაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, პროცესების უკან იდგეს ვიღაც, ვინც ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას მიზანმიმართულად ცდილობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ქველმოქმედი, პატრიოტი, სამშობლოსა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი და მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს.

„რაც შეეხება დავას, აბსოლუტურად გაუგებარია ბანკის პოზიცია. ცხადია, რომ იმ გადაწყვეტილებებით, რასაც Credit Suisse იღებს, ისინი თვითდაზიანების რეჟიმში არიან. საერთაშორისო ბირჟაზე მათ აქციებს თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, როგორ ეცემა ფასები.

ეს გამოწვეულია პრობლემით, რაც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. შეიძლება ვიღაც მიზანმიმართულად აკეთებს თანხების შეყოვნებას, იმისთვის, რომ ზეგავლენა იქონიოს ამ ადამიანზე, თუნდაც დააშანტაჟოს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ.

ვერავინ შეძლებს მის დაშანტაჟებას. ის არის ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, სამშობლოსა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, რაც დაამტკიცა კონკრეტული გაკეთებული საქმეებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკს თითქმის 11 წლიანი დავა მოუგო

ივანიშვილი “კრედიტ სვისს” ქონების გაფლანგვას კიდევ სამ ქვეყანაში ედავება

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები