თბილისის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეებში, მისი გაუჩინარების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წერს, რომ ამ ეტაპზე, სამედიცინო კვლევებზე იმყოფება.
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია:
დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!✌?”- წერს კახა კალაძე.