LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე გიორგი გახარიაზე: როცა პარტიაში ტატა ხვედელიანი, კეკენაძე, ნათელა მეზვრიშვილი გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი

233
კახა კალაძე

როცა პარტიაში ტატა ხვედელიანი, [თამარ] კეკენაძე, ნათელა მეზვრიშვილი გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის.

„რაც შეეხება არჩევნებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გუნდი არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, მშვიდობას შემდეგ მოსდევს ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც აუცილებელია, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებსა და უბნებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს.

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g