LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში – მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული“

211
კახა კალაძე

„სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა“,– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

შსს: „მეხანძრე-მაშველებმა „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს ევაკუაცია – მიმდინარეობს ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“

მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

კალაძის თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ვერ იქნა მიღწეული.

„თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში.

გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g