LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი“

120
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ის, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და იყრის თუ არა თავად მესამე ვადით კენჭს, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანებული იქნება თუ დაშლილი.

„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება [თბილისის მერობის] კანდიდატი. გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, რომ „აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ?“ გეუბნებით. დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ მალე.

რაც შეეხება ოპოზიციას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს ახლო წარსულში. შედეგი ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებულები რას წარმოადგენენ, ვის და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ დაშლილებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს“ – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g