LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე მზად არის, მონაწილეობა მხოლოდ საერთო დებატებში მიიღოს

97

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მხოლოდ საერთო დებატებში მიიღოს. იგი მედიასაშუალებებს დებატების ერთობლივ ფორმატზე შეთანხმებას სთავაზობს, სადაც მერობის შვიდივე კანდიდატი და მედიასაშუალებების წარმომადგენელი იქნებიან მიწევეულები.

„ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ტელევიზიაში მისვლა, ამიტომაც გავაკეთეთ ეს განცხადება. შესაძლებელია, ტელევიზიებმა მოილაპარაკოთ ან ნეიტრალური ადგილი შევარჩიოთ, რათა შვიდივე კანდიდატს დებატებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაც და მათი დახმარებაც შეიძლება ამ საკითხში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

6 ოქტომბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა, რომ მედიას სთავაზობენ, ერთიან ფორმატზე შეთანხმდნენ და, თუკი ეს ფორმატი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება,  კალაძე მზად არის დებატებისთვის.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მზად არიან დებატებისთვის.

 

magti 5g