LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გაააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ეს არის შანტაჟი… სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს უცხოეთის ჩარევაზე“

150
კახა კალაძე

„მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გაააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის შანტაჟი“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, უცხოეთის მხრიდან ჩარევაზე სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს:

„როდესაც ვსაუბრობ უცხოეთის ჩარევაზე, სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს. არ უარყოფენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რომ რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნები, ამ ტიპის განცხადებები გამძაფრდება“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g