LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, დავღუპულვართ და ეგ არის – სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, გააპანღურებდნენ… ქართველი ხალხი მოცემულობას ზურგის ტვინით გრძნობს“

165
მიხაილ როთი და კახა კალაძე

„როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის – როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო“, – ამ განცხადებით დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას გამოეხმაურა.

ზურა ჯაფარიძე: „შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება“

როთის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ პოზიცია შეიცვალა“, კალაძემ უბინძურესი განცხადება უწოდა და თქვა, რომ „მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა“.

თინა ბოკუჩავა: „როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე“

„როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას,მაშინ დავღუპულვართ… როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო.

ვნახეთ, ეს ყველაფერი, უბინძურესი განცხადებები და ქმედება რასაც რამდენიმე ე.წ. პოლიტიკოსი აკეთებდა.

გურამ მაჭარაშვილი: „როთი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, სინამდვილეში, იცის, ხალხი არ აირჩევს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ჩვენ გათხოვილი კაცის განცხადებებზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ?“

„ ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ. მათი შედეგები არჩევნებზე ვნახეთ, მაგრამ ჩარევას რომ აგრძელებენ, ამის მორიგი მტკიცებულებაა აქცია.“

ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, გააპანღურებდნენ, პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან.

ეკა ბესელია: „უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა იქნება უმძიმესი, დავბრუნდებით იმ ეპოქაში, როდესაც ვიზების მისაღებად რიგებში ვიდექით“

მაგარია, რომ ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა. ზურგის ტვინით გრძნობს ქართველი ხალხი მოცემულობას, გამოწვევას და საფრთხეს“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g