LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: საქართველო იძენს “ენერგეტიკული ხიდის” ფუნქციას

39

საქართველოს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სომხეთთან დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება, ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ უკვე დაამთავრა აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი 500-კილოვოლტიანი ელეტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ხოლო რუსეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.

“არსებული და დაგეგმილი დამაკავშირებელი გადამცემი ხაზების მეშვეობით შესაძლებელი ხდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების ერთმანეთთან დაკავშირება. საქართველო იძენს “ენერგეტიკული ხიდის” ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ვაჭრობის მაჩველებლების ზრდას,” – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ე.წ. შავი ზღვის გადამცემი ხაზი შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის ქვეყნებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g