LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, სამუშაოებს, ალბათ, მაისში დავიწყებთ“

124
კახა კალაძე

„ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, გზა არის ამორტიზირებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია დაზიანებები, ხშირია გზის ჩავარდნის შემთხვევები, იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ტროტუარები მოწესრიგდება და რუსთაველის გამზირი რადიკალურად შეიცვლება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია. როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ. აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება.

მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას:

„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება.გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები,რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g