LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით მტრულ პოლიტიკას ახორციელებდა – არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო“

105
კახა კალაძე

„ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

ამასთან, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.

კალაძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.

„სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, სარჩელიც არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს იყო იმ მტრული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წინა ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ახორციელებდა. არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, ის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულია რუსების მხრიდან და ეს არის რეალობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g