LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ყველაფერი იკადრეს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, მე უნდა გამშორებოდა, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები, ეს არის ბოროტება

223
კახა კალაძე ანუკი არეშიძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მის მიმართ წარმოებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და პერსონალური დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართულ არაეთიკურ ქმედებებს და აღნიშნული პროცესები „კრიმინალური დაჯგუფების“ საქმიანობად შეაფასა.

ამასთან, მან აღნიშნა საკუთარი გადაწყვეტილებებისადმი პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში მის მთავარ ლეგიტიმაციასა და საყრდენს საზოგადოებრივი ნდობა წარმოადგენს.

„თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს ეკადრა, ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ. ყველაფერი. არ ვიცი, ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეებზე საუბრობდნენ, ჩემი მეუღლის მიმართ, ჩემი შვილების მიმართ… ჩემს მეუღლეს რაებს სწერდნენ. წარმოუდგენელია. ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაც კუბოები, რაღაც სისულელეები.

აი, წარმოუდგენელი უბრალოდ. ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს და ა.შ. და ა.შ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე პასუხისმგებელი, ვარ პასუხისმგებელი ყველა ჩემს სიტყვაზე, გადადგმულ ნაბიჯზე წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც.

ვარ უბედნიერესი ადამიანი, მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, შვილები და ვარ ბედნიერი ადამიანი. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გამაჩნია, ეს არის ქართველი ხალხის სიყვარული და დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ეს შემთხვევით არ მოსულა, ამას წლები ვაშენებდი და არავის მივცემ უფლებას, რომ ეს ყველაფერი დაანგრიოს, შელახოს და ასე შემდეგ. ყველა ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ყველა გადადგმულ ნაბიჯზე“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g