„7 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გააკეთო,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუხიანში რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობაზე განაცხადა.
მუხიანში რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სპორტული კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია და თავიდან საჭიროებს რეაბილიტაციას.
დედაქალაქის მერმა შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარება და საკითხით დღესვე დაინტერესება დაავალა.
„7 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გააკეთო. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. გასახდელებში, კორიდორებში, ერთი სავარჯიშო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კომპანიას, რომელმაც პროექტი განახორციელა, აქვს ვალდებულება, ნებისმიერი ხარვეზი 3 წლის განმავლობაში გამოასწოროს.