თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპერატორის პროფესია შეითავსა. კალაძე კახეთის გზატკეცილზე იმყოფებოდა, სადაც გამწვანების აქცია ჩატარდა. ერთ-ერთმა ოპერატორმა თქვა, რომ არასდროს დაურგავს ხე და ძალიან სურდა. კალაძემ მას კამერა გამოართვა და ხის დარგვის საშუალება მისცა, ამ პროცესის კადრებს კი თავად იღებდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.