LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა

80

“მე დღეს ვტოვებ თანამდებობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევის შემთხვევაში, ჩვენი თბილისი იყოს წარმატებული,” –  5-წლიანი მინისტრობა უკვე ყოფილმა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დაასრულა.

“მჯერა გუნდის თანადგომის და და იმის, რომ  ერთიანობით მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რაც დღეს თბილისს და თბილისელებს აწუხებთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მუშაობის 5 წლიანი პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს იყო არა ევოლუციის, არამედ დარგის რევოლუციის პერიოდი.

ჯერ-ჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ შეცვლის ენერგეტიკის მინისტრს. კალაძის შემცვლელის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში დაასახელებს.

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წარადგინა.

magti 5g