LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს – მერიაში საკადრო ცვლილებებია

167
88236431-3356565954359981-7934654274917629952-o

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალი მოადგილე წარადგინა.

უკვე ყოფილ მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გული წყდება, სოფომ კერძო სექტორში დაბრუნება რომ გადაწყვიტა. 

კალაძის თქმით, მისი ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება, რომელიც 2017 წლიდან მათი გუნდის წევრია.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის კანდიდატურა. ანდრია ბასილაია 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი, სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა დღემდე და იყო წარმატებული. ანდრია პროფესიით არის ეკონომისტ-პოლიტოლოგი, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტჰაუნის სკოლა აშშ-ში.

მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

ანდრია ბასილაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ კი ურბანულ სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობას გიორგი ებანოიძე ჩაიბარებს.

გიორგი მანამდე ურბანული განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. კალაძის განმარტებით, ის თავისი შრომისა და ნიჭის წყალობით დაწინაურდა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ბრუნდება იქ, საიდანაც მერიაში სამუშაოდ მიიდა.

„ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი. “არტარეაში” დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, – დაწერა ხუნწარიამ სოციალურ ქსელში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g