თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. მისი თქმით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ აღნიშნული სერვისით სარგებლობა გამართულად და მოწესრიგებულად შეძლოს, შემდეგი ეტაპები უნდა განხორციელდეს, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის.
„ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს იყოს გამართული და მოწესრიგებული, ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსები მოძრაობენ.
ტაქსების რეფორმაზე კვლევა გამოქვეყნდა: რას ფიქრობს ხალხი
მერია ტაქსების სისუფთავეს გააკონტროლებს