LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძის წინაშე მდგარ პრობლემად გამოკითხულები უკანონო მშენებლობებს ასახელებენ – IRI

132

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რომელია ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მიაქციოს ყურადღება.

გამოკითხულთა მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალში ლიდერობს:

უკანონო მშენებლობა – 34%, ინფრასტრუქტურა – 26%, სამუშაო ადგილები – 23%, ეკოლოგია – 23%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 21%.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები