LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

106
kaxa kuchava

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დეპუტატებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

“საოკუპაციო ხაზი ქვეყნის ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც აქაურ მოსახლეობას აქვს”

პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებისგან მოისმინა ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას.

პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.

 

magti 5g