LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

107
kakha-kuchavaaa

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას, ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში კუჭავა დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება.

გუშინ კი პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის შეხვდა.

„სასიამოვნოა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან შეხვედრა. მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნან ძლიერი პარლამენტი და შეარბილონ პოლიტიკური დაძაბულობა.

გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“,-წერს დევიდ სასოლი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის დელეგაციაში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g