LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავა: მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა

92
BeFunky-collage (4)

მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია!, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა წერს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ევროპის დღეს ულოცავს.

ჰარცელი: EU საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად

“ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისთვისაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!

ერთად უფრო ძლიერები ვართ!

გილოცავთ ევროპის დღეს!”, – წერს კახა კუჭავა.

ცნობისთვის, ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g