ვემხრობი იმ ექსპერტებს, იმ ექიმებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებას”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უვადო “მწვანე პარსპორტთან” დაკავშირებით განაცხადა.
„მე არ ვარ ექიმი, ამიტომ გამიჭირდება კომპეტენტური პასუხის გაცემა. როგორც ადრე ვამბობდი, ვემხრობი იმ ექსპერტებს, იმ ექიმებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებას. ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია. შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული“, – განაცხადა კუჭავამ.