LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, პარლამენტთან საკუთარი ხელით აღმართა

108
BeFunky-collage (1)

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა.

აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კუჭავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g