LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუკავამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღმაშენებლის გამზირზე არაბულენოვან სარეკლამო აბრებს ქართულენოვანი შესატყვისები დააწერეს

106

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღმაშენებლის გამზირზე ყველა არაბულენოვან სარეკლამო აბრას ქართულენოვანი შესატყვისები დააწერეს.

„მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში სარეკლამო აბრები დარღვევით, მხოლოდ ინგლისურ ან მხოლოდ არაბულ ენაზეა განთავსებული, ხოლო მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს ამ საკითხის მონიტორინგი, არაფერს მოქმედებს კანონის მოთხოვნათა აღსრულებისთვის“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g