მსახიობი კახა მიქიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეხება:
„როცა ჩემი მეუღლე სამშობიაროდ წავიყვანე, გვიანი საღამო იყო. დავრეკე საპატრიარქოში და ვითხოვე, პატრიარქს დაელოცა. მშობიარობა გათენებამდე გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში თავად პატრიარქმა დამირეკა სამ-ოთხჯერ და იკითხა, რა მდგომარეობა იყო. მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ ყველაფერი ბედნიერად ჩაივლიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ათასი საზრუნავით, საფიქრალით დაღლილმა, ხანდაზმულმა პატრიარქმა მთელი ღამე არ დაიძინა ჩემთვის, ერთი რიგითი ნაცნობისთვის, რომ გავეძლიერებინე და მის მადლს დავეფარე. ასეთია ჩემი, თქვენი და ყველას პატრიარქი…“
კახა მიქიაშვილი: „სასულიერო პირებზე „ღლიცინზე“ უარესი პროვინციალიზმი ალბათ არ არსებობს…“