ბაგა-ბაღ „იმედის“ აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
„როგორც მთავარმა ექიმმა მითხრა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაციონარშიც არ არიან გადაყვანილი. საგანგაშო არაფერია. მიზეზებს კონკრეტული კვლევები გვანახებს“, – აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, ექსპერტიზაზე გაიგზავნა “საეჭვო პროდუქტები, მათ შორის ბანანი”.
დღეს თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, ბაღის 5 აღსაზრდელს პირღებინება აღენიშნებოდა. სამი მათგანი „პრივატ კლინიკაში“ იმყოფება. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.