12 ოქტომბერს, წინანდლის მამულებში, კომპანიის „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით ჯაზისა და ღვინის ფესტივალი მერვედ ჩატარდება.
ფესტივალი, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წელს ღონისძიებაზე 43 კომპანიის ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრებს, ქართულ ღვინოსთან ერთად, იტალიელი შეფმზარეულის მაურიციო სესილიანოს მიერ მომზადებული იტალიური კერძების გასინჯვის შესაძლებლობაც ექნებათ.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ფრანგი, იტალიელი, კოლუმბიელი და შვეიცარიელი მუსიკოსები იზრუნებენ, უფრო კონკრეტულად:
- 14:00 საათი – ამფითეატრში მსმენელის წინაშე ჯგუფ „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) წარდგება.
- 19.00 საათი – ბოლრუმში ედმარ კასტანედა და გრეგუარ მარე უნიკალურ პროექტს ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda & Grégoire Maret – HARP vs HARP) წარადგენენ.
- 21.00 საათი – ამფითეატრის სცენას ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“ (ELECTRO DELUXE) დაიკავებს.
ჯაზისა და ღვინის ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კომპანიის „ისთერნ ფრომოუშენსის“ დამფუძნებელმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა: