კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის დაბინავება გრძელდება.
16 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 7 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 70 მლნ ლარს აღემატება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული.