LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 26 წლის შვილიშვილი 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს

525
politsiis-lenti_w_h

კახეთში 26 წლის შვილიშვილი 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

არსებული ინფორმაციით, ეს ბებიაზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

26 წლის კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 138 და 143 მუხლებით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g