LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში დღეს მსოფლიო რბენა იმართება

153

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში -“მსოფლიო რბენა“ 6 მაისს, კახეთში ლოპოტას გადასახვევიდან კავლასოპმოს ქედის გასწვრივ წელს მეხუთედ იმართება.

სპორტული ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით ტარდება.

მსოფლიო რბენაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. წელს საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც დარეგისტრირდნენ.

ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარული და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება wings for life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

მსოფლიო რბენა 6 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები