გურჯაანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცს ცოლის ძმამ ყელი გამოჭრა, დაჭრილი გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში გუშინ მოხდა.