LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ დაცვის პოლიციის ინსპექტორს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

135
პროკურატურა

კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ბრალდებული დაცვის პოლიციის ინსპექტორია.

გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, მას გამოძიება 2 პირის განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა სოფელ ჭიკაანში, გვიან ღამით მოხდა.

ასევე იხილეთ:

ყვარელში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები