LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

159
GRANT

კახეთში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ რვა გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებული პროექტები:

  • სმარტფერმერი – პროექტი „ჭკვიანი ფერმერი“ გულისხმობს მოწინავე ტექნოლოგიებისა და მონაცემების საფუძველზე სოფლის მეურნეობის გადაწყვეტილებების გამოყენებას პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და მდგრადობის გასაზრდელად.
  • აგრიოლი – პროექტის მიზანია ინოვაციური აგროპლატფორმის შექმნა, რომელიც ერთ სივრცეში აგროსფეროში მომუშავე მეწარმეებს/ფერმერებს დააკავშირებს დიდ კომპანიებთან/ორგანიზაციებთან.
  • ჩადი / Chadi – პროექტი მიზნად ისახავს ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაციას. პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კონსტრუქცია „ჩადი“, რომელიც მეღვინეს ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს საგრძნობლად უმარტივებს.
  • რობოტ: შენი პირველი რობოტი – პროგრამირების და რობოტიკის შესწავლა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის.
  • პრომეთე – პროექტის მიზანია შეიქმნას ხიდი მცირე და საშუალო ბიზნესებსა და გამოცდილ პროფესიონალებს შორის, რათა მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნას დინამიკური და მხარდამჭერი ეკოსისტემა კახეთში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
  • ჰელპერი – ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლებს, აღმოფხვრან მათი ავტომობილების გაუმართაობა ან უცაბედად წარმოქმნილი პრობლემა.
  • ეკო სივრცე კახეთში – პროექტის მიზანია კახეთში, სოფელ საბუეში (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ეკოტურიზმის ინოვაციური სერვისების დანერგვა და განვითარება
  • Pelper – აპლიკაცია ასკანერებს შინაური ცხოველის სხეულს და მიუთითებს შესაძლო დაავადებასა ან პრობლემაზე, შემდგომ კი სთავაზობს პატრონს ლაივ კონსულტაციას რეგიონში მდებარე ვეტერინართან.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g