კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ღამით ხანძარი იყო.
ცეცხლი გაუჩნდა სახლს, სადაც მიცვალებული ესვენა.
შედეგად, მიცვალებულის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარს 5 ეკიპაჟი აქრობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი გარდაცვლილთან დანთებული სანთლის შედეგად გაჩნდა.
