კახეთში უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლის ქალი მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ცნობით, ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით შსს-მ მკვლელობის ბრალდებით კი 60 წლამდე კაცი ცხელ კვალზე დააკავა.