LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში „ვინოგრაფი“ ამოქმედდა – ღვინო ექსპორტზე გავა

117
3667853017306535703228234676860003955507200n

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 23 მევენახე ფერმერს აერთიანებს.

კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 20 ჰა-ზე მეტი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 700,000 ლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 495,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კოოპერატივი ღვინის ექსპორტს გეგმავს.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 839 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც გაერთიანებულია 9,109 მეპაიე, მათ შორის, კახეთის რეგიონში 120 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, სადაც 1,392 მეპაიეა გაერთიანებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g