„იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ ცნობილი საოპერო მომღერალი, მსახიობ კახი კავსაძის ძმა – იმერი კავსაძე სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაში ძმის შესახებ ისაუბრა:
„დღემდე ვერ შევეგუე მის არ ყოფნას, როგორც ტყუპები ისე ვიყავით, ჩვენს შორის ორი წელი იყო განსხვავება… ამდენი წელი გავიდა და მე არ მახსოვს, რომ ჩვენს შორის რაღაც სერიოზული ლაპარაკი ყოფილიყო… ძალიან ძნელია მის გარეშე ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ კაცის წასვლა ვერ შევიგრძენი დღემდე, კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას მე ვგრძნობ ყველა სიტუაციაში. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აგერ მოვა ან დამირეკავს…
ერთხელ მაინც ვეტყოდი „კახი გენაცვალე“ , ერთხელაც არ მაქვს ეს სიტყვა მისთვის ნათქვამი“
კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას მე ვგრძნობ ყველა სიტუაციაში🎬 ერთხელ მაინც ვეტყოდი „კახი გენაცვალე“ , ერთხელაც არ მაქვს ეს სიტყვა მისთვის ნათქვამი. კახი ჩემგან არ წასულა, მის ყოფნას მე ვგრძნობ ყველა სიტუაციაში. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აგერ მოვა ან დამირეკავს… ◼️იმერი კავსაძე #ნოესთან ◼️ გადაცემა სრულად: https://shorturl.at/lXfEn
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 21 სექტემბერი, 2025
