LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კალაძემ Deutsche Welle-ს სტატიას „შეკვეთილი“ უწოდა

187
kaxi gaxaria

Deutsche Welle-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას კახი კალაძემ „შეკვეთილი“ უწოდა. ამის შესახებ კომენტარი დედაქალაქის მერმა ვილნიუსის სკვერის გახსნის შემდეგ გააკეთა.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარაა. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი”, – აღნიშნა თბილისის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ “დოიჩე ველემ” გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც გახარია „მოსკოვის კაცადაა“ მოხსენიებული. რამდენიმე საათის შემდეგ კი “დოიჩე ველეს” ინგლისურენოვანმა გამოცემამ სტატია დააკორექტირა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.

„98 კანონმდებელმა 0-ის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერებას დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გახარია ივნისში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი შეტევის ფართოდ ცნობილი მთავარი არქიტექტორია. პროტესტი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ გამოიწვია.
მაგრამ გახარიამ რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული პროვინციების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციის ხსენებით, თბილისში სცადა იმ ბრალდების უარყოფა რომ ის „მოსკოვის კაცია“, – ნათქვამი იყო სტატიის თავდაპირველ ვარიანტში.

 

საქართველოს პარლამენტმა პრემიერად “მოსკოვის კაცს” დაუჭირა მხარი – დოიჩე ველე

 

სტატიის ახალი ვერსია კი ასე გამოიყურება

„98 კანონმდებელმა 0-ის წინააღმდეგ გიორგი გახარიას გაპრემიერებას დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი, რომელმაც ადრე გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ უწოდა, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. გახარია ივნისში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობრივი შეტევის ფართოდ ცნობილი მთავარი არქიტექტორია. პროტესტი კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ მის მშობლიურ ენაზე გაკეთებულმა მიმართვამ გამოიწვია.

მაგრამ გახარიამ რუსეთის მიერ ქართული სეპარატისტული პროვინციების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციის ხსენებით, თბილისში სცადა ოპოზიციის ბრალდების უარყოფა, რომ მას მოსკოვთან აქვს კავშირები“, – წერს „დოიჩე ველე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g